მთავარი - სიახლეები - ვრცლად
პირველი ორალური ანტივირუსული საშუალება COVID-19-ისთვის, Lagevrio (მოლნუპირავირი)
2021-11-07
პირველი ორალური ანტივირუსული საშუალება COVID-19-ისთვის, Lagevrio (მოლნუპირავირი)

პირველი აბი, რომელიც შექმნილია სიმპტომური Covid-ის სამკურნალოდ, დამტკიცებულია დიდი ბრიტანეთის მედიკამენტების მარეგულირებლის მიერ.

კლინიკურ კვლევებში აბი, რომელიც თავდაპირველად შეიქმნა გრიპის სამკურნალოდ, ამცირებს ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილის რისკს დაახლოებით ნახევარით.

ცნობისთვის, კომპანია Merck-ისა და მისი პარტნიორის, Ridgeback Biotherapeutics-ის ინფორმაციით, კვლევის ადრეულმა შედეგებმა აჩვენა, რომ ლაგევრიო ყველაზე ეფექტურია ინფექციის ადრეულ სტადიაზე მიღებისას,  ამიტომ მისი გამოყენება უნდა მოხდეს სიმპტომის დაწყებიდან 5 დღის განმავლობაში.

როგორც BBC წერს, მოლნუპირავირი ნებადართულია ისეთ პაციენტებთან, რომლებიც მიეკუთვნებიან რისკ ჯგუფს, ასეთი რისკ-ფაქტორებია სიმსუქნე, ხანდაზმული ასაკი (60 წელზე მეტი), შაქრიანი დიაბეტი ან გულის დაავადება.

მედიკამენტი ორგანიზმში ვირუსის გამრავლებას უშლის ხელს, რადგან აბში შემავალი ნივთიერება მიზანში იღებს და ანადგურებს კორონავირუსის იმ ფერმენტს, რომელსაც ვირუსი საკუთარი ასლების შექმნისთვის იყენებს. 

ლაგევრიო (მოლნუპირავირი) ეს არის მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი მედიკამენტი, რომლის მიღებაც სახლში, აბის  სახით პერორალურად შეიძლება.

Merck-ი 2021 წლის ბოლომდე მედიკამენტის 10 მილიონი კურსისთვის საჭირო რაოდენობის წარმოებას გეგმავს.

 

უკან