მთავარი - სიახლეები - ვრცლად
ინჟინრებმა მარილის მარცვლისხელა კამერა შექმნეს!
ინჟინრებმა მარილის მარცვლისხელა კამერა შექმნეს - შუშის ან პლასტმასის ლინზების მაგივრად ის მეტაზედაპირს იყენებს!
ახალი კამერა სხვადასხვა სფეროში შეიძლება იყოს გამოყენებული, მათ შორის რობოტექნიკასა და მედიცინაში... (მაგალითად, ენდოსკოპიაში)
მოწყობილობა მასზე 500 000-ჯერ დიდი მოცულობის კამერის მსგავსად მკაფიო და ფერად სურათებს იღებს. 0,5 მმ სიგანის მეტაზედაპირს კომპიუტერული ჩიპებივით ამზადებენ. ის 1.6 მილიონი ცილინდრული ''ბოძითაა'' სავსე, რომლებიც ოპტიკური ანტენის პრინციპით მოქმედებენ. თითოეულ ''ბოძს'' უნიკალური გეომეტრია აქვს, რაც მნიშვნელოვანია სინათლესთან ურთიერთზემოქმედების დროს. აქედან მიღებულ მონაცემებს ალგორითმი მაღალი ხარისხის ფოტოების მისაღებად ამუშავებს.
წყარო: https://oicanadian.com
უკან