მთავარი - პროდუქტი - ერითრომიცინის სტეარატის ტაბლეტები (10x2 ტაბ). B.P. 500 მგ
ერითრომიცინის სტეარატის ტაბლეტები (10x2 ტაბ). B.P. 500 მგ
ერითრომიცინის სტეარატის ტაბლეტები (10x2 ტაბ). B.P. 500 მგ
მწარმოებელი ქვეყანა: ინდოეთი
მწარმოებელი: მაგბრო - MAGBRO HEALTHCARE PVT
აღწერა

 

ერითრომიცინის სტეარატის ტაბლეტები B.P. 500 მგ შემადგენლობა: თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:

ერითრომიცინის სტეარატს BP ერითრომიცინ 500 მგ ექვივალენტი

ჩვენებები:

ერითრომიცინისადმი        მგრძნობიარე            ორგანიზმებით        გამოწვეული ინფექციების მკურნალობა და პროფილაქტიკა.

ერითრომიცინი        in vitro            პირობებში    ხასიათდება  შემდეგი        მიკრო ორგანიზმების საწინააღმდეგო მოქმედებით:

გრამდადებითი კოკი: სტაფილოკოკი და სტრეპტოკოკი

ჰემოფილუს ინფლუენცა, L-ფორმები, ნეისარია, მიკოპლაზური პნევმონია, ლეგიონელა პნეუმოფილა,           ბრანჰამელა  კატარჰალის, ბორდეტელა პერტუსის,    კორინებაქტერია დიფტერია (როგორც ანტიტოქსინის დამხმარე საშუალება), ტრეპონემა პალიდუმი, ქლამიდია ტრაქომატის, ურეაპლაზმა ურეალიტიკა, კლოსტრიდია, კამპილობაქტერია. კლინიკური მითითებები:

  1. ზედა სასუნთქი გზების ინფექციები: ტონზილიტი, პერიტონზილარული აბსცესი, ფარინგიტი, ლარინგიტი, სინუსიტი, განმეორებითი ინფექცია გრიპის დროს; გაციება.
  2. ქვედა რესპირატორული ტრაქტის ინფექციები: ტრაქეიტი, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია (წილობრივი პნევმონია, ბრონქოპნევმონია, პირველადი ატიპური პნევმონია), ბრონქოექტაზია, ლეგიონერის დაავადება.
  3. ყურის ინფექციები: ოტიტი მედია და ოტიტი ექსტერნა, მასტოიდიტი.
  4. თვალის ინფექციები: ბლეფარიტი
  5. პერორული/კბილის ინფექციები: გინგივიტი, ვინცენტის ანგინა.
  6. კანისა და რბილი ქსოვილის ინფექციები: ძირმაგარა და ციმბირის წყლული, პარონიქია, აბსცესები, პუსტულარული აკნე, იმპეტიგო, ცელულიტი, ერისეპელასი.
  7. კუჭნაწლავის ინფექციები: ქოლეცისტიტი, სტაფილოკოკური ენტეროკოლიტი.
  8. პროფილაქტიკა: წინა და პოსტ ოპერაციული ტრავმა, რევმატული ციება.
  9. სხვა ინფექციები: ოსტეომიელიტი, ურეთრიტი, გონორეა, სიფილისი, ლიმფოგრანულომა ვენერიუმი, დიფტერია, პროსტატიტი, ქუნთრუშა.

    დოზირება და მიღების წესი პერორალური გამოყენებისათვის!

    მოზრდილებსა და ბავშვებში 8 წლის ზემოთ: სუსტიდან საშუალო სიმწვავის ინფექციების შემთხვევაში 2 გ დღეში შესაბამის დოზებში. 4 გრამამდე დღეში მწვავე ინფექციების დროს.

    ბავშვებში: ასაკი, წონა და ინფექციის სიმწვავე მნიშვნელოვანი ფაქტორებია სწორი დოზის შერჩევისათვის.

    შენიშვნა: შედარებით მცირეწლოვან ბავშვებში, ჩვილებსა და ახალშობილებში რეკომენდირებულია ერითრომიცინ ეთილსუკცინატის სუსპენზიის მიღებაა. რეკომენდირებული დოზა 2-8 წლის ბავშვებისათვის, სუსტიდან საშუალო სიმძიმის ინფექციების შემთხვევაში არის 1 გრამი დღეში დაყოფილი შესაბამის დოზებად. რეკომენდირებული დოზა ჩვილთა და ახალშობილთა შემთხვევაში სუსტიდან საშუალო სიმძიმის ინფექციების დროს არის 500 მგ დღეში დაყოფილი შესაბამის დოზებად. მწვავე ინფექციების დროს დოზა შეიძლება გაორმაგდეს.

    ზრდასრულ ასაკში: კონკრეტული დოზა არ არის რეკომენდირებული ფარმაკოლოგიური მოქმედება:

    ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი: მაკროლიდები ATC Code: J01FA01

    ერითრომიცინი მოქმედებს მისი ანტიმიკრობული ფუნქციით მგრძნობიარე მიკროორგანიზმების 50S რიბოსომული ქვეჯგუფთან დაკავშირებით და ახშობს პროტეინის სინთეზს. ერითრომიცინი ჩვეულებრივ მოქმედებს ქვემოთჩამოთვლილი მიკროორგანიზმების წინააღმდეგ შემდეგი ინფექციების შემთხვევებში:

    გრამდადებითი ბაქტერიები - ლისტერია მონოციტოგენი, კორინებაქტერია (როგორც ანტიტოქსინის დამხმარე საშუალება), სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი (მათ შორის ენტეროკოკი).

    გრამუარყოფითი ბაქტერიები - ჰემოფილუსის ციება, ნეისერია მენინგიტიდის, ნეისერია გონორეა, ლეგიონელა პნევმონია, მორაქსელა (ბრანჰამელა) კატარჰალისი, ბორდეტელა პერტუსის, კამპილობაქტერია. მიკოპლაზმა - მიკოპლაზმა პნევმონია, ურეაპლაზმა, ურეალიტიკუმი.

    სხვა მიკროორგანიზმები - ტრეპონემა პალიდუმი, ქლამიდია, კლოსტრიდია, Lფორმები, ტრაქომა და ლიმფოგრანულომა ვენერიუმი.

    გვერდითი ეფექტები:

    ცვლილებები სისხლში და დარღვევები ლიმფური სისტემის მხრივ: ეოზინოფილია

    კარდიური აშლილობა: QTc ინტერვალის გახანგრძლივება, ორმხრივი ტაქიკარდია, პალპიტაცია, და გულის რითმის დარღვევა მათ შორის პარკუჭოვანი ტაქიარითმია.

    ყურის და შიდა ყურის ფუნქციური ცვლილებები:სიყრუე, ყურებში ხმაური

    არსებობს ცალკე ანგარიშები სმენის დაკარგვის შესახებ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლების უკმარისობა ან შეინიშნება მაღალი დოზები.

    გართულებები კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: ყველაზე ხშირად გვერდითი მოვლენები ერითრომიცინის პერორალურად მიღებისას შეინიშნება კუჭ-ნაწლავის დისფუნქციის და ზედოზირების შემთხვევებში. გამოვლენილია: ზედა აბდომინალური დისკომფორტი, გულის რევა, პირღებინება, დიარეა, პანკრეატიტი, ანორექსია, ბავშვთა ჰიპერტროპული პილორული სტენოზი. ერითრომიცინით თერაპიის იშვიათ შემთხვევებში ვლინდება ფსევდომემბრანული კოლიტი.

    ზოგადი დარღვევები: ტკივილი მკერდში, ცხელება, დისკომფორტი

    ჰეპატობილიარული ცვლილებები: ქოლესტაზური ჰეპატიტი, ყვითელა, ღვიძლის დისფუნქცია, ჰეპატომეგალია, ჰეპატური მოშლა, ჰეპატოუჯრედოვანი ჰეპატიტი

    დარღვევები იმუნური     სისტემის     მხრივ:         გამოვლენილია        ალერგიული რეაქციები ჭინჭრის ციებიდან და კანის საშუალო გამონაყრიდან ანაფილაქსიურ შოკამდე. რეკომენდებული გამოკვლევები: შესაძლოა ღვიძლის ენზიმების დონის მომატება.

    ნერვული სისტემის დისფუნქცია: არსებობს ცალკე ანგარიშები გარდამავალი ცენტრალური ნერვული სისტემის გევრდითი მოვლენების შესახებ, მათ შორის აგზნება, შეტევა და თავბრუხვევა; თუმცაღა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ დადგენილა. ფსიქიატრიული აშლილობა: ჰალუცინაციები თირკმლის და საშარდე გზების ფუნქციური დარღვევა: ტერსტიციალური ნეფრიტი

    კანისა და კანქვეშა ქსოვილის დისფუნქცია: გამონაყარი კანზე, პრურიტი, ჭინჭრის ციება, ეგზანთემა, ანგიოდემა, სტივენ ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მრავალმხრივი ერითემა. ვასკულური დარღვევა: ჰიპოტენზია.

    უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა ერითრომიცინზე.

    ერითრომიცინის მიღება დაუშვებელია პაციენტებში, რომლებიც იღებენ სიმვასტატინს, ტოლტეროდინს, მიზოლასტინს, ამისულპრიდს, ასტემიზოლს, ტერფენადინს, დომპერიდონს, ციზაპრიდს ან პიმოზიდს.

    ერითრომიცინის მიღება დაუშვებელია ერგოტამინისა და დიჰიდროერგოტამინის მიღების დროს.

    სიფრთხილის ზომები

    ერითრომიცინი გამოიყოფა ღვიძლისმიერი გზით, ამდენად დიდი სიფრთხილეა საჭირო ანტიბიოტიკების მიღებისას იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ჰეპატური დისფუნქცია ან რომლებიც ერთდროულად იღებენ პოტენციურად ჰეპატოტოქსიკურ რეაგენტებს. ჰეპატური დისფუნქცია მათ შორის ღვიძლის მომატებული ენზიმები და/ან ქოლესტაზური ჰეპატიტი, სიყვითლით ან სიყვითლის გარეშე, არცთუ ხშირად იქნა გამოვლენილი ერითრომიცინის მიღების შემთხვევებში.

    პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც ღებულობენ ერითრომიცინს ერთდროულად იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ QT ინტერვალის გახანგრძლივება, უნდა იქნას გადაკონტროლებული. ერითრომიცინის ერთდროული მიღება ამ პრეპარატებთან ერთად იკრძალება.

    დიდი სიფრთხილე არის საჭირო ამ პროდუქტის მიღების შემთხვევაში იმ პაციენტების მიერ, რომლებიც არიან ორსულად ან იმყოფებიან ძუძუთი კვების პერიოდში.

    ბავშვებში, რომლებიც ჩნდებიან იმ ქალებისგან, რომლებიც პერორალურად იღებდნენ ერითრომიცინს სიფილისის საწყის ეტაპზე ინიშნება პენიცილინის შესაბამისი დოზა.

    ერითრომიცინს შეუძლია კიდევ უფრო მეტად შეასუსტოს პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ მიასთენია გრავისი.

    ერითრომიცინი        ხელს  უშლის           შარდში          კატექოლამინების   ფლუორომეტრულ განსაზღვრას.

    ფსევდომემბრანული კოლიტი დადგენილია თითქმის ყველა ანტიბაქტერიულ რეაგენტებთან, მათ შორის მაკროლიდებთან, და სიმწვავის მხრივ მერყეობს საშუალოდან ფატალურამდე.

    სხვა ფართოსპექტრიანი ანტიბიოტიკების შემთხვევაში, ფსევდომემბრანული კოლიტი შესაძლებელია გამოვლინდეს ერითრომიცინის მიღების შემთხვევაში.

    რაბდომიოლიზი თირკმლების უკმარისობით ან მის გარეშე ვლინდება პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ერითრომიცინს ლოვასტატინთან ერთად.

    ბავშვთა ჰიპერტორფული პილორული სტენოზისი დაფიქსირებული ბავშვებში, რომლებიც გადიან ერითრომიცინით თერაპიას. მშობლები უნდა დაუკავშირდნენ მათ ექიმს პირღებინების ან კვებასთან დაკავშირებული გაღიზიანებების შემთხვევაში.

    წამლებთან ურთიერთქმედება:

    შრატში პრეპარატების კონცენტრაციის ზრდა, მეტაბოლიზირებული ციტოქრომის P450 სისტემით, შესაძლებელია გამოვლენილ იქნას ერითრომიცინთან შემდეგი პრეპარატების ერთდროული მიღებისას: აცენოკუმაროლალდენტანილი, ალფენტანილი, ასტემიზოლი, ბრომოკრიპტინი, კარბამაზეპინი, ცილოსტაზოლი, ციკლოსპორინი, დიგოქსინი, დიჰიდროერგოტამინი, დისოპირამიდი, ერგოტამინი, ჰექსობარბიტონი, მეთილპრედნიზოლონი, მიდაზოლამი, ომეპრაზოლი, ფენიტოინი, ქინიდინი, რიფაბუტინი, სილდენაფილი, ტაკროლიმუსი, ტერფენადინი, დომპერიდონი, თეოფილინი, ტრიაზოლამი, ვალპროატი, ვინბლასტინი და ფუნგიციმიდები, როგორიც არის ფლუკონაზოლი, კეტოკონაზოლი და იტრაკონაზოლი და ვარფარინი. შესაბამისად, უნდა განხორციელდეს კონტროლი და მიღებულ იქნას საჭირო დოზები.

    პრეპარატები, რაც იწვევს CYP3A4 (როგორიც არის რიფამიცინი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, St John’s Wort) იწვევს მეტაბოლიზმს ერითრომიცინის მიღებისას. ამან შეიძლება მიგვიყვანოს ერითრომიცინის ქვეჯგუფურ დონეებამდე და შედეგის დაქვეითებამდე. ნარკოზი მცირდება თანდათანობით ორ კვირაში CYP3A4 ინდუქტორებით მკურნალობის შეწყვეტის

    შემდეგ. ერითრომიცინის გამოყენება დაუშვებელია CYP3A4 ინდუქტორებით მკურნალობიდან ორი კვირის მანძილზე ან მკურნალობის დროს.

    HMG-CoA რედუქტაზის ინჰიბიტორები: გამოვლენილია, რომ ერითრომიცინი ზრდის HMG-CoA რედუქტაზის ინჰიბიტორების კონცენტრაციას (როგორიც არის ლოვასტატინი და სიმვასტატინი). იშვიათად ვლინდება რაბდომილიოზი პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ამ პრეპარატებს ერთდროულად.

    ანტიჰისტამინი H1 ანტაგონისტები: დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინო ერითრომიცინის H1 ისეთ ანტაგონისტებთან ერთდროული მიღებისას, როგორიც არის ტერფენადინი, ასტემიზოლი და მიზოლასტინი, გამომდინარე ცვლილებიდან მათ მეტაბოლიზმში ერითრომიცინით.

    ტერფენადინის და ასტემიზოლის მეტაბოლიზმი მნიშვნელოვნად მცირდება როდესაც ხდება ერთდროული მირება ერითრომიცინთან. გამოვლენილია იშვიათი შემთხვევები გულსისხლძარღვთა სერიოზული დაავადებების დროს, მათ შორის ორმხრივი ტაქიკარდია, გულსისხლძარღვთა სხვა არითმიული დაავადებები და გულის შეტევა. ფატალური შედეგი გამოვლენილია ტერფენადინის/ერითრომიცინის კომბინირების შემთხვევაში.

    ერთდროულმა მიღებამ ერითრომიცინისა სიმვასტატინთან, ტოლტეროდინთან, მიზოლასტინთან, ამისულპრიდთან, ტერფენადინთან ან ასტემიზოლთან შესაძლოა გამოიწვიოს მომატებული რისკი კარდიალური ტოქსიკურობის ამ პრეპარატებთან. ერითრომიცინის გამოყენება ერთდროულად ან სიმვასტატინთან, ტეოლტეროდინთან, მიზოლასტინთან, ამისულპრიდთან, ასტემიზოლთან ან ტერფენადინთან შესაბამისად დაუშვებელია.

    ანტი-ბაქტერიული რეაგენტები: ხელოვნური ანტაგონიზმი არსებობს ერითრომიცინსა და ბაქტერიციდულ ბეტა-ლაქტამაზას ანტიბიოტიკებს შორის (მაგალითად, პენიცილინი, ცეფალოსპორინი). ერითრომიცინი ანტაგონიზდება კლინდამიცინის, ლინკომიცინის და ქლორამფენიკოლის მოქმედებისას. იგივე ხდება სტრეპტომიცინის, ტეტრაციკლინის და კოლისტინის შემთხვევაში.

    პროტეაზას ინჰიბიტორი: ერითრომიცინისა და პროტეაზას ინჰიბიტორების ერთდროული მიღებისას, შეინიშნება ერითრომიცინის დაშლის ინჰიბირება.

    პერორალური ანტიკოაგულანტები: ერითრომიცინისა და პერორალური ანტიკოაგულანტების ერთდროული მიღებისას (როგორიც არის ვარფარინი) იმატებს ანტიოკოაგულანტების მოქმედების ეფექტი.

    ტრიაზოლობენზოდიაზეპინი (როგორიც არის ტრიაზოლამი და ალპრაზოლამი) და შესაბამისი ბენზოდიაზეპინი: გამოვლენილია, რომ ერითრომიცინი ამცირებს ტრიაზოლამის, მიდაზოლამის და შესაბამისი ბენზოდიაზეპინის გაწმენდას და ამგვარად შესაძლოა გაიზარდოს ამ ბენზოდიაზეპინის ფარმაკოლოგიური ეფექტი. ერითრომიცინისა და ერგოტამინის ან დიჰიდროერგოტამინის ერთდროული გამოყენება ვლინდება პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ მწვავე ერგოტამინის ტოქსიკოზი, რომელიც ხასიათდება მწავე პერიფერიული და ცენტრალური ნერვული სისტემის დიზესთეზიის სწრაფი განვითარებით.

    ციზაპრიდის მომატებული დონე აღენიშნებათ პაციენტებს, რომლებიც ღებულობენ ერითრომიცინს და ციზაპრიდს ერთდროულად. ამან შეგვიძლია მიგვიყვანოს QT გახანგრძლივებამდე და კარდიულ არითმიამდე, მათ შორის პარკუჭოვან ტაქიკარდიამდე, პარკუჭოვან ფიბრილაციამდე და ორმხრივ ტაქიკარდიამდე.

    იგივე ეფექტი ვრცელდება პიმოზიდის და კლარითრომიცინის, სხვა მაკროლიდის ანტიბიოტიკის ერთდროული მიღებისას.

    ერითრომიცინის გამოყენება პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ თეოფილინის მაღალ დოზას, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს შრატში თეოფილინის დონის მომატებასთან და თეოფილინის პოტენციური ტოქსიკოზთან. თეოფილინის ტოქსიკოზის და/ან შრატში თეოფილინის მომატებული დონის შემთხვევაში, თეოფილინის დოზა უნდა შემცირდეს მაშინ, როდესაც პაციენტი გადის ერითრომიცინის თერაპიას ერთდროულად. არსებობს ანგარიშები, სადაც გამოვლენილია, რომ ერითრომიცინის მიღება პერორალურად ხდება თეოფილინთან ერთდროულად, რა შემთხვევაშიც მნიშვნელოვნად მცირდება ერითრომიცინში შრატის კონცენტრაცია.

    არსებობს ანგარიშები, სადაც გამოვლენილია კოლქიცინის ტოქსიკოზი, რასაც თან ახლავს ერითრომიცინის და კოლქიცინის ერთდროული მიღება.

    ჰიპოტენზია, ბრადიარითმია და რძის მჟავიანობა აღენიშნება პაციენტებს, რომლებიც ღებულობენ ერთდროულად ვერაპამილს, რომელიც წარმოადგენს კალციუმის არხის ბლოკატორს.

    ციმეტიდინი ახორციელებს ერითრომიცინის მეტაბოლიზმის ინჰიბიცირებას, რასაც მივყავართ პლაზმის კონცენტრაციის მომატებამდე. ერითრომიცინი ასევე ხელს უწყობს კორტიკოსტეროიდების მოქმედებას. ერითრომიცინი ამცირებს ზოპიკლონის ფარმაკოდინამიკურ ეფექტს.

    ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:

    წლების მანძილზე ერითრომიცინი ფართედ იქნა გამოყენებული ყოველგვარი უკუჩვენებების გარეშე. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევამ არ გამოავლინა რაიმე საფრთხე.

    ერითრომიცინი გადის პლაცენტურ ბარიერს ადამიანებში, მაგრამ ემბრიონული პლაზის დონე ზოგადად დაბალია.

    ერითრომიცინი გამოიყოფა დედის რძეში, მაშასადამე, დიდი სიფრთხილე არის საჭირო ერითრომიცინის მიღებისას როდესაც ამას ახორციელებს მეძუძური დედა.

    შენახვის პირობები:

    შეინახეთ გრილ ადგილას 30 გრადუსზე ნაკლებ ტემპერატურაზე. დაიცავით მზის პირდაპირი სხივებისგან. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. შეფუთვა:

    10 აბი პონივინილქლორიდის ბლისტერში, მუყაოს შეფუთვაში არის 2 ასეთი ბლისტერი ინსტრუქციასთან ერთად. ყურადღებით გაეცანით თანდართულ ინსტრუქციას.

    გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

    იმპორტიორი და დისტრიბუტორი: შპს იბერი+ მისამართი: საქართველო, თბილისი, თამარ მეფის გამზირი 29

    წარმოებულია კომპანია MAGBRO HEALTHCARE PVT.-ს მიერ

    მისამართი: ვილ-მეჰსა ტიბა, მანჯჰოლი, თე-ნალაგარი, სოანის რაიონი 174101, ჰიმაჩალ პრადეში, ინდოეთი