მთავარი - პროდუქტი - ფლუკომაგი ტაბლეტები FLUCOMAG -1ტაბ- ფლუკონაზოლის ტაბლეტები U.S.P. 150 მგ
ფლუკომაგი ტაბლეტები FLUCOMAG -1ტაბ- ფლუკონაზოლის ტაბლეტები U.S.P. 150 მგ
ფლუკომაგი ტაბლეტები FLUCOMAG -1ტაბ- ფლუკონაზოლის ტაბლეტები U.S.P. 150 მგ
მწარმოებელი ქვეყანა: ინდოეთი
მწარმოებელი: მაგბრო - MAGBRO HEALTHCARE PVT
აღწერა

ფლუკომაგი ტაბლეტები FLUCOMAG TABLETS ფლუკონაზოლის ტაბლეტები U.S.P. 150 მგ

შემადგენლობა: თითოეული შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს: ფლუკონაზოლი USP 150 მგ

აღწერა

ფლუკონაზოლი      USP,    სინთეზური  ტრიაზოლური         სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების ახალი ქვეკლასის პირველი წარმომადგენელი არსებობს შიგნით მისაღები ტაბლეტების სახით.

ფლუკონაზოლის    USP     ქიმიური        ფორმულაა    2,4       -           დიფტორო    -           1’,1’-ბის (1H-1,2,4-ტრიაზოლ-1-ილმეთილ) ბენზილის სპირტი და გააჩნია შემდეგი სახის სტრუქტურული ფორმულა: C13H12F2N6O M.W. 306.27

C13H12F2N6O M.W. 306.27

ფლუკონაზოლი USP არის თეთრი ფერის მყარი კრისტალი, რომელიც ოდნავ იხსნება მარილიან წყალში

გამოყენების ჩვენებები: ფლუკონაზოლის ტაბლეტები USP 150 ინიშნება:

  1. ვაგინალური     კანდიდოზის           სამკურნალოდ         (Candida-ს      მიერ,  ვაგინალური საფუარა სოკოებით გამოწვეული ინფექციები);
  2. ოროფარინგეალური და ეზოფაგეალური კანდიდოზი. ღია არაშედარებით კვლევებში პაციენტების შესაბამისად მცირე რაოდენობაში ფლუკონაზოლი ასევე ეფექტური იყო საშარდე გზების კანდიდოზის, პერიტონიტის და სისტემური კანდიდოზის ინფქციების მკურნალობაში, მათ შორის კანდიდემიის, დისემინირებული კანდიდოზის და პნევმონიის.
  3. კრიპტოკოკული მენინგიტი. ფლუკონაზოლის ტაბლეტების USP დანიშვნამდე შიდსით დაავადებულ პაციენტებში კრიპტოკოკული მენინგიტით, იხ. კლინიკური კვლევების ნაწილი. ფლუკონაზოლის ამფოტერიცინ-B-სთან შედარების კვლევებში არა-აივ დაავადებულ პაციენტებში არ ჩატარებულა. პროფილაქტიკა

ფლუკონაზოლის ტაბლეტები ასევე ინიშნება კანდიდოზის სიხშირის შესამცირებლად პაციენტებში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დროს, რომლებიც იღებენ ციტოტოქსიურ ქიმიოთერაპიას და/ან სხივურ თერაპიას.

სოკოვანი კულტურის გამოსაყოფად და სხვა ლაბორატორიული კვლევებისათვის (სეროლოგია, ჰისტოპათოლოგია) მასალა აღებული უნდა იქნას თერაპიის დაწყებამდე გამომწვევის იზოლაციისა და იდენტიფიცირებისთვის. თერაპიის ჩატარება შესაძლებელია იქამდე, ვიდრე ცნობილი გახდება კულტურების და სხვა ლაბორატორიული კვლევების შედეგები; თუმცა, მოცემული შედეგების მიღებისას, შესაბამისად უნდა ჩატარდეს ინფექციის საწინააღმდეგო თერაპია.