დამეთანხმებით, რომ, ჯანმრთელი სახის კანი სილამაზის აუცილებელი ატრიბუტია.გარემო ფაქტორების მავნე ზემოქმედება კი : მზის სხივები, მტვერი,ზამთრის სიცივე, ტემპერატურული ცვალებადობა, გათბობა, კონდიცირება უარყოფითად მოქმედებს მის სტრუქტურაზე.
დღევანდელ ბლოგში ჩვენ განვიხილავთ - ვიტამინი A (რეტინოლი) - ბუნებრივი რეტინოიდს, რომელიც აუცილებელია ეპითელიური ქსოვილისათვის. პრაქტიკულად, ყველა თანამედროვე კოსმეტიკური საშუალება რეტინოიდების სინთეთიკურ ანალოგებს შეიცავს.
რეტინოიდი ძირითადი სარგებელი:
რეტინოლი მუშაობს ეპიდერმისის ღრმა შრეებზე, ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას წვრილი ხაზებისა და ნაოჭების შესამცირებლად.აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.
აუმჯობესებს კანის ტექსტურას და ტონს: არსებითად, ვიტამინი A მოქმედებს როგორც ამქერცლავი, აუმჯობესებს როგორც ტონს (ის მშვენივრად ებრძვის ჰიპერპიგმენტაციას), ასევე კანის ზედაპირის ტექსტურას.
ვიტამინი A ხელს უწყობს კანის ძველი უჯრედების დაშლას და ასტიმულირებს ახალი, ჯანსაღი და გლუვი უჯრედების რეგენერაციას
ვიტამინი А გამოიყენება კანის სხვადსხვა დაავდების აკნე, მუწუკები, და სხვ.სამკურნალოდ.
რამდენად ხშირად შეგიძლიათ მისი გამოყენება:
ვიტამინი A შეიძლება იყოს გამაღიზიანებელი მათთვის, ვისაც აქვს მგრძნობიარე კანი.
სცადეთ გამოიყენოთ იგი ყოველ მესამე ღამეს, ერთი ან ორი კვირის განმავლობაში, შემდეგ გაზარდეთ ყოველ მეორე ღამეს და ბოლოს შეგიძლიათ ყოველდღიურად, უფრო კონკრეტულად კი, ღამით, მას შემდეგ რაც თქვენი კანი შეეგუება ინგრედიენტს.
< უკან