მთავარი - ჯანმრთელობა და სილამაზე - ვრცლად
მეზოთერაპია თუ ბიორევიტალიზაცია?
2022-01-13
მეზოთერაპია თუ ბიორევიტალიზაცია?

რითი განსხვავდება ეს ორი პროცედურა ერთმანეთისგან?

მეზოთერაპია არის მეთოდი, რომლის დევიზია “ცოტა,ხშირად და საჭირო ადგილას”. ამ პროცედურის დროს კანში ან კანქვეშ მიკროდოზებით შეგვყავს საჭირო კოქტეილები სხვადასხვა დანიშნულებით. ბიორევიტალიზაცია კი მეზოთერაპიის ერთ-ერთ მეთოდს წარმოადგენს.

მთავარი განსხვავება ამ ორ პროცედურას შორის პრეპარატების შემადგენლობაშია. მეზოთერაპიაში დომინირებს საკვები ნივთიერებები, ვიტამინები,კოენზიმები, ამინომჟავები და სხვა. ხოლო ბიორევიტალიზანტების ძირითადი შემცველობა ჰიალურონის მჟავაა.

თუ გაქვთ პიგმენტური ლაქები, გამონაყარი,კანის სიწითლე, კუპეროზი, წვრილი ნაოჭები და მუქი წრეები თვალების ირგვლივ, ნაწიბურები, მაშინ გირჩევთ თქვენი ყურადღება შეაჩეროთ - მეზოთერაპიაზე!

პროცედურა აუმჯობესებს სახის კანის ფერს და ტურგორს, ამარაგებს მას საკვები ნივთიერებებით, ვიტამინებით და მიკროელემენტებით.

👉🏻 თუ თქვენი კანი დაღლილად გამოიყურება, ხოლო კოლაგენ-ელასტინის გამომუშავების შენელების გამო გაგიჩნდათ ნაოჭები, სახის ოვალის აქაჩვაში დაგეხმარებათ- ბიორევიტალიზაცია.

პროცედურა დაგეხმარებათ კანის ღრმა დატენიანებაში, ჰიდრობალანსის აღდგენაში,საცხიმე ჯირკვლების ფუნქციის ნორმალიზებასა და პიგმენტური ლაქების მოცილებაში.

პროცედურის არჩევანი პაციენტის სასურველ შედეგსა და ასაკზეა დამოკიდებული.

30 წლამდე გოგონები უფრო ხშირად მიმართავენ მეზოთერაპიას. რადგან, საკუთარი ჰიალურონის მჟავა კვლავ აქტიურად იწარმოება და ჯერჯერობით არ არის საჭირო მისი გარედან დამატება. მაგრამ, კანის გამონაყარი და მისი ჰეტეროგენულობა ამ ასაკში საერთო პრობლემაა და სწორად შერჩეული მეზო კოქტეილები უმკლავდებიან მას.
35-40 წლის ასაკში კანში ჰიალურონის მარაგი იწურება და ამ პერიოდში მნიშვნელოვანია მისი საფუძვლიანი დატენიანება. ამისათვის შესაფერისია ბიორევიტალიზაცია. კანის დატენიანება აღდგება და ნაოჭები გასწორდება შიგნიდან ტენით შევსებით. ამავდროულად, მეზო კოქტეილების გამოყენების კურსებიც გამოგადგებათ - სხვადასხვა სასარგებლო კომპონენტის გამო, შეგიძლიათ შეანელოთ დაბერების პროცესი.

 

45-50 წელზე უფროსი ასაკის ქალებისთვის ბიორევიტალიზაცია შეიძლება რეკომენდებული იყოს როგორც კომპლექსური გაახალგაზრდავება ან უფრო სერიოზული ინტერვენციებისთვის (ლაზერული გაახალგაზრდავება, მეზოთრეიდები, პლასტიკური ქირურგია).

ორივე ტექნიკა, უკვე წლებია გამოიყენება და უსაფრთხოდ ითვლება. თუმცა, ნებისმიერ კოსმეტიკურ პროცედურას აქვს უკუჩვენებები, რომლებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია.

< უკან