მთავრობის ლიდერები, ინდუსტრიის ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები იკრიბებიან პეკინში, ჩინეთში, გაეროს კონფერენციაზე, რათა განიხილონ გზა უფრო მდგრადი მომავლისკენ,კერძოდ, გლობალური ტრანსპორტის სექტორში, და ჩატარდეს მეტი ქმედება კლიმატის ცვლილების დაძლევის მიზნით.”
პანდემიამ აჩვენა, რომ ტრანსპორტი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ, ადამიანების გადაადგილების და საქონლის მიწოდების საშუალება. გლობალური სატრანსპორტო კონფერენციის გახსნისას გაეროს გენერალურმა მდივანმა განაცხადა,რომ ტრანსპორტი, რომელიც მსოფლიო სათბურის გაზების მეოთხედზე მეტს შეადგენს, გადამწყვეტ როლს ასრულებს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში.. გენერალურმა მდივანმა მოუწოდა ყველა სახის ტრანსპორტი გადავიდეს სუფთა ენერგიის წყაროებზე 2050 წლისთვის ნულოვანი გამონაბოლქვის მისაღწევად.
”მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში უნდა მოხდეს გლობალური ცვლილება განახლებადი ენერგიისკენ. მდგრადი ტრანსპორტი გადამწყვეტია ამ ტრანსფორმაციისთვის, ” - თქვა მან.
”COVID-19 პანდემიის შედეგად, მსოფლიოში საგზაო ტრანსპორტის გამოყენება განახევრდა”,- 2020 წელს თვითმფრინავით მგზავრობაზე მოთხოვნა შეადგენდა წინა წლის მაჩვენებლების მხოლოდ მესამედს. მიუხედავად იმისა, რომ ამან გამოიწვია ნაკლები საგზაო შემთხვევები, ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდა და სათბურის აირების ემისია შემცირდა, მიღწევები დროებითი აღმოჩნდა. ”
საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გახდეს ურბანული გარემოს ხერხემალი. ... ის ქმნის სამჯერ მეტ სამუშაო ადგილს, ვიდრე ახალი მაგისტრალების მშენებლობა.
გენერალური მდივნის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობას უკიდურესად სჭირდება მჭიდრო თანამშრომლობა სატრანსპორტო სფეროში: აუცილებელია ქვეყნებს, ორგანიზაციებსა და კერძო სექტორს შორის ეფექტური პარტნიორობის განვითარება, რითაც შესაძლებელი იქნება ცოდნის გაცვლა,არსებული ფინანსური და ტექნოლოგიური შესაძლებლობების გამოყენება საერთო მიზნების მისაღწევად. ”ჩვენ კიდევ ბევრი უნდა ვისწავლოთ ერთმანეთისგან,”- თქვა გაეროს ხელმძღვანელმა.
წყარო: https://news.un.org/
უკან