დამეთანხმებით, ეს ერთ -ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რომელსაც თითქმის ყველა ქალი იცნობს.
რა იწვევს თვალებქვეშ ტომრების გაჩენას ?
* ძილის უკმარისობა
* სტრესი
* კონტაქტური ლინზები
* ტირილი
* გენეტიკა
* ალერგია, დერმატიტი (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შესივებას თან ახლავს სიწითლე და ქავილი);
* ჰორმონალური ცვლილებები
* სითხის შეკავება ამინდის ცვალებადობის გამო (მაგალითად, თბილ ნესტიან დღეებში)
* მარილიანი საკვები;
რა შეგიძლიათ გააკეთოთ თვალის ჩანთების მოსაშორებლად?
* აუცილებელია დაარეგულიროთ ძილი (მინიმუმ 7-8 საათი)
* შეამოწმეთ მაკიაჟის ან დამატენიანებლის ინგრედიენტები (შესაძლოა, ალერგიული ხართ რომელიმე კომპონენტის მიმართ)
* დალიეთ ბევრი წყალი: როდესაც სხეული კარგად არის ჰიდრატირებული, ნაკლებია წყლის შეკავების შანსი
* მოერიდეთ ალკოჰოლს
* ძილის დროს თავი მაღლა ასწიეთ. სწორ ზედაპირზე წოლამ შეიძლება გამოიწვიოს სითხის დაგროვება თვალების ქვეშ. შეგიძლიათ დამატებითი ბალიშის გამოყენება
* დაიძინე ზურგზე! ეს არის საუკეთესო პოზიცია ახალგაზრდული სახის შენარჩუნებაში,
* ეკრანთან მუშაობის დროს ეცადეთ ხშირად დაასვენოთ თვალები
სახლის პირობებში კი ეფექტური და მარტივია :
ცივი კოვზები
დიახ! ცივი კოვზები ნამდვილად დაგეხმარებათ შეშუპების შემცირებაში,ყოველთვის შეინახეთ კოვზები მაცივარში და გაიჩერეთ მომრგვალებული ნაწილი თვალის ტომრებთან რამდენიმე წუთის განმავლობაში.
ჩაის პაკეტები
მწვანე და შავი ჩაი შეიცავს კოფეინს, რომელიც თრგუნავს წვრილ სისხლძარღვებს კანის ქვეშ . გვირილის მსგავსი მცენარეული ჩაი კი ხელს უწყობს სიწითლის და ანთების განმუხტვას, ასევე ამცირებს შეშუპებას თვალების ირგვლივ.ჩაის პაკეტები, ჩაყარეთ ცხელ წყალში რამდენიმე წუთის განმავლობაში, შემდეგ ამოიღეთ და დააყოვნეთ მაცივარში 10 წუთის განმავლობაში. დაწექით, პაკეტები დაადეთ ქუთუთოებს და დატოვეთ 10–15 წუთის განმავლობაში.
კიტრი
ცივი კიტრი შესანიშნავია შეშპებული უპეების სამკურნალოდ. ფერმენტები ხელს უწყობს ანთების შემცირებას, ამკვრივებს კანს,ასევე დაგეხმარებათ თვალების გარშემო მუქი წრეების მოშორებაში. კიტრი დაჭერით სქელ ნაჭრებად. მოათავსეთ ისინი მაცივარში რამოდენიმე წუთის განმავლობაში და დაიფინეთ ცივი ნაჭრები ქუთუთოებზე დაახლოებით 10 წუთი. შეგიძლიათ პროცედურის რამოდენიმეჯერ განმეორება.
< უკან