ყავის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე ყოველთვის იწვევდა აზრთა სხვადასხვაობას. მომხრეები ყავის ანტიოქსიდანტურ თვისებას და გონებრივი შესაძლებლობების გაძლიერების უნარს უსვამენ ხაზს, მაშინ როდესაც მოწინააღმდეგეები ფიქრობენ, რომ ყავა უძილობას, კუჭნაწლავის ფუნქციონირების დარღვევასა და წნევის მატებას იწვევს.
მეცნიერული კვლევების უკანასკნელმა ტალღამ ყავის მოყვარულებისთვის სასიამოვნო სიაახლეები აღმოაჩინა.
ქვემოთ მოცემულია ფაქტები, რომელიც დაგარწუნებთ რომ ყავის დალევა გაცილებით სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობიოსთვის, ვიდრე თქვენ ფიქრობთ:
ფაქტია, რომ ყავა როგორც ანტიოქსიდანტი გაცილებით ეფექტურია, ვიდრე მწვანე ჩაი ან კაკაო. მეცნიერებმა ყავის დაუმუშავებულ მარცვლებში დაახლოებით 1000 ანტიოქსიდანტი აღმოაჩინეს და დაამტკიცეს, რომ ასეულობით მათგანი მოხალვის პროცესის დროს ვითარდება. როგორც ცნობილია ანტიოქსიდანტი ანთებით პროცესს ებრძვის, რომელიც თავის მხრივ ბევრი ქრონიკული დაავადების გამომწვევია, მათ შორის ართრიტის, ათეროსკლეროზის და კიბოს ბევრი სახეობის.
როდესაც მოხალისეების ჯგუფმა კოფეინის 100 მილიგრამიანი დოზა მიიღეს, ანუ სწორედ იმდენი რამდენსაც სავარაუდოდ ერთი ფინჯანი ყავა შეიცავს, ავსტრიელმა მეცნიერებმა მოხალისეების ტვინზე მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის საშუალებით მათი ტვინის გააქტიურება შენიშნეს.
იმის გარდა, რომ კოფეინი მეხსიერების მოკლევადიან გაუმჯობესებას და კონცენტრაციის უნარის ამაღლებას იწვევს, ყავის რეგულარული მოხმარება კოგნიტური უნარების დაქვეითების პრევენციას ახდენს და ალცჰეიმერის დაავდებისა და სხვა ტიპის დემენციის განვითარებას აფერხებას. მეცნიერების განმარტებით, საშუალო ასაკში ყოველდღიურად 3 - 5 ფინჯანი ყავის მოხმარება ალცჰეიმერის განვითარების რისკს 65%-ით შეამცირებს. საინტერესოა, რომ მეცნიერებმა კოგნიტურ ჯანმრთელობაზე ჩაის გავლენაც იკვლიეს, თუმცა ხელჩასაჭიდს ვერაფერს მიაგნეს.
ერთ-ერთმა ცნობილმა ჰოლანდიურმა კვლევამ, რომლის დროსაც 13 წლის განმავლობაში 37 ათასი ადამიანის მონაცემები გაანალიზა, ცხადყო, რომ ყავის ზომიერი მომხმარებლების შემთხვევაში, რომლებიც დღეში 2-4 ფინჯან ყავას იღებენ, გულის დაავადების განვითარება 10%-ით ნაკლებია, იმ ადამიანებთან შედარებით, ვინც გადაჭარბებულად დიდი რაოდენობის ყავას მოიხმარენ ან საერთოდ არ მოიხმარენ.
მამაკაცი, რომელიც ყავას რეგულარულად იღებს პროსტატის კიბოს აგრესიული ფორმის განვითარების ნაკლები რისკის ქვეშ დგას. გარდა ამისა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჰარვარდის სკოლის კვლევაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ ყოველდღიურად 4 ა მეტი ფინჯანის ყავის მიღება ქალებში ენდომეტრიუმის (საშვილოსნოს) კიბოს განვითარების რისკს 25%-ით ამცირებს. მეცნიერებმა დაადგინეს კავშირი ღვიძლის, მსხვილი ნაწლავის და მკერდის კიბოს პრევენიასა და ყავის მოხმარებას შორის.
კვლევების სულ უფრო მზარდი რაოდენობა ადასტურებს, რომ ყავის მოხმარებას მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკის შემცირება შეუძლია. 2009 წლის კვლევამ დაადგინა, რომ დიაბეტის განვითარების რისკი ყოველ ფინჯან ყავასთან ერთად 7%-ით მცირდება.
მეცნიერებმა განმარტეს, რომ გარდა ღვიძლის კიბოს რისკის შემცირებისა, ყავის რეგულარული მოხმარება ცეროზის განვითარების რისკსაც ამცირებს, განსაკუთრებით კი ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარებით გამოწვეული ცეროზის.
ჩვენ გვარწმუნებდნენ რომ ყავა დეჰიდრატაციას იწვევს, სწორედ ამით ხსნიდნენ ფიტნეს ინსტრუქტორების რეკომენდაციას არ მიგვეღო ყავა ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ. თუმცა უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ყავის ზომიერი მოხმარება, რომლის შედეგადაც ორგანიზმში 500 მილიგრამი კოფეინი ხვდება სავარჯიშოდ მისულ ადამიანებში იმ დონის დეჰიდრატაციას არ იწვევს, რომ ამან ვარჯიშის პროცესს ხელი შეუშალოს. უფრო მეტიც ის დაღლილობის დამარაცხებაში გეხმარებათ, რაც ხანგრძლივი ვარჯიშის შესაძლებლობას იძლევა.
ბევრმა კვლევამ ყავის მოხმარება უკვე დააკავშირა როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში დეპრესიის განვითარების რისკის შემცირებასთან. ბევრ კვლევაში აშკარად გამოჩნდა, ყავისა და დეპრესიის უკუპროპორციული მიმართება სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ყავის ყველაზე აქტიურ მომხმარებლებს დეპრესიის ყველაზე ნაკლები რისკი აქვთ.
იმისთვის, რომ ვისარგებლოთ ყავის სასიკეთო თვისებებით, სასურველია გავითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:
არჩიეთ საღი, ორგანული ყავის მარცვლები, რომლებიც გამოირჩევა მდიდარი სურნელით. უარი თქვით ყოველგვარი სახის რაფინირებულ, უარომატო, სწრაფი მომზადების (Instant coffee) და წინასწარ დაფქულ ყავაზე.
ყავის მარცვლები დაფქვით მომზადების წინ და არავითარ შემთხვევაში არ აადუღოთ. ასეთ დროს ნარჩუნდება ანტიოქსიდანტები.
მოერიდეთ ყავის დალევას მშიერ კუჭზე, განსაკუთრებით დილას. ის გამოიწვევს ორგანიზმის გაუწყლოვანებას და მჟავიანობის მომატებას. თუ მიირთმევთ ყავას საკვების და სათანადო ჰიდრაციის შემდეგ, ის ხელს შეუწყობს საკვების მონელებას და შეგმატებთ ენერგიასაც
მაქსიმალური ჯანსაღი ეფექტისათვის მიირთვით ყავა უშაქროდ. მოერიდეთ სინთეტიკურ დამატკბობლებსა და რაფინირებულ რძის ნაღებს. დღიურად შეგიძლიათ მიირთვათ 4 ჭიქა (1 ჭიქა 100 გრ) ყავა.
წყარო: onemedical.com
< უკან