სადაც რეალურად გვიწევს ცხოვრება, ჩვენი სხეულია, ამიტომ , ვიზრუნოთ მასზე .
ჯანსაღი ცხოვრების წესი პირდაპირ აისახება ჩვენს გარეგნობაზე. როდესაც საკუთარ თავს უთმობთ მეტ დროს, ვარჯიშობთ და იღებთ ჯანსაღ საკვებს, თქვენ დროთა განმავლობაში აღმოაჩენთ რომ გამოიყურებით ახალგაზრდულად.
ჯანსაღი ცხოვრების წესი არ გულისხმობს დაუსრულებელ დიეტებს და შეზღუდვებს. სწორად შერჩეულ საკვებს, რეგულარულ ფიზიკურ აქტივობასა და განტვირთვას დაავადებების განკუნებაც კი შეუძლია.
ადამიანის სრულფასოვანი ცხოვრებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს:
სტრესი, დაძაბულობა, გადაღლა, დაბინძურენული ჰაერი და არაჯანსაღი საკვები, დროთა განმავლობაში ეს ფაქტორები ჩვენ ორგანიზმზე და ფსიქიკურ ჯამრთელობაზე მძიმედ აისახება.
კვება
დღეს მსოფლიო ჯანდაცვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას არაჯანსაღი კვება წარმოადგენს: შაქრის, მარილის ჭარბი ოდენობა, ნახევარფაბრიკატები, ტკბილეული გაზიანი სასმელები მოსახლეობის დიდი ნაწილის ყოველდღიურ საკვებს წარმოადგენს, რაც დროთა განმავლობაში ადამიანებში ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს..ჯანსაღი საკვები ნატურალური პროდუქტის ბალანსია, რათა შეინარჩუნდეს ადეკვატური რაოდენობით ვიტამინები, საკვები ნივთიერებები და მინერალები
• ხილი
• ბოსტნეული
• მარცვლეული
• თხილეული
• ხორცი (ხორცი რკინისა და B12 ვიტამინის წყაროა,მაგრამ, თუ ვეგეტარიანულ კვებაზე გადასვლა გადაწყვიტეთ არ დაგავიწყდეთ B12!ეს ვიტამინი ძირითადად ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში გვხდება. ამიტომ, მნიშვნელოვანია პერიოდულად შეამოწმოთ მისი დონე ორგანიზმში და, საჭიროების შემთხვევაში, ეს ვიტამინი დანამიტის სახით მიიღოთ.)
• თევზეული
• რძის ნაწარმი
ვარჯიში
ფიზიკურად აქტიური ცხოვრება ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ეცადეთ რაც შეიძლება ნაკლები დრო დაუთმოთ უმოქმედობას და მეტი მოძრაობას. შეგიძლიათ დილაობით ირბინოთ, ისეირნოთ, სირბილი ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი სპორტის სახეობაა ყველასთვის.სირბილი არის აერობული კარდიო დატვირთვა, ამ დროს ორგანიზმი მარაგდება ჟანგბადით, უმჯობესდება სუნთქვის და გულსისხლძარღვთა სისტემა, უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა.
ძილი
ძილის უკმარისობა შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. სისტემატიურად გამოუძინებელი ადამიანები ხშირად უჩივიან დაღლილობას, დეპრესიას, გაფანტულობას, ყურადღების დეფიციტს, გაღიზიანებადობას. ძილის დეფიციტი კი ბევრი დაავადების გამომწვევი მიზეზი არის. ბავშვებსა და მოზარდებს 9-11 საათი უნდა ეძინოთ, 20-დან 50 წლამდე ადამიანებს 8 საათი, 50 წლიდან ზევით კი 6-7 საათიანი ძილიც საკმარისია.
წყალი
ორგანიზმს ყოველდღიურად გარკევული რაოდენობის წყალი სჭირდება.ცოცხალი უჯრედი ვერ იარსებებს წყლის გარეშე.წყალი ყველა ორგანოსა და ქსოვილის შემადგენლობაში შედის.ადამიანის ორგანიზმის 60-65%-ს წყალი შეადგენს.მისი დღიური დოზა განისაზღვრება ამინდისა და ფიზიკური აქტივობის მიხედვით,და როგორც წესი 5-7 ჭიქას შადგენს.
სტრესი
ადამიანები სტრესის დროს უფრო ხშირად ეწევიან, იკვებებიან ზედმეტად, ბევრს სვამენ, ედავებიან სხვებს და ა.შ. სტრესის მართვა ჯანსაღი ცხოვრების წესის განუყოფელი ნაწილია,იმეგობრეთ საკუთარ თავთან,საკუთარ თავთან ჰარმონიული ურთიერთობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს კეთილდღეობაზე.
გახსოვდეთ, რომ ჯანსაღი წესით ცხოვრება თქვენი არჩევანია. თქვენზეა დამოკიდებული იზრუნებთ თუ არა საკუთარ თავზე !
< უკან