ლაზერული ეპილაცია არასასურველი თმის მოსაშორებლად უმტკივნეულო, უსაფრთხო და სწრაფი საშუალებაა.თმისგან სამუდამოდ გათავისუფლება არ ხდება, მაგრამ ხდება თითქმის ნახევრად გათავისუფლება,თმის ღერი იმდენად მცირდება და თხელდება რომ ზოგჯერ თვალით დანახვა შეუძლებელია,თმის მოცილების ყველა არსებული მეთოდი ერთ პრინციპზეა დაფუძნებული – თმის ფოლიკულების განადგურება.
არსებობს რამდენიმე სახის ლაზერი:
მათი სხივები ერთმანეთისგან ტალღის სიგრძით განსხვავდება.ყველაზე მოკლეა ალექსანდრიტის ლაზერის სხივი.დიოდური ლაზერი კი შედარებით გრძელი,ნეოდიმური ლაზერის ტალღა კი ყველაზე გრძელია
ალექსანდრიტის ლაზერი
ალექსანდრიტის ლაზერი თმიან ზედაპირზე კეთდება და გაპარსვას არ საჭიროებს.
პროცედურებს შორის შუალედი შეადგენს 1,5 – 2 თვეს
პროცედურა სწრაფია და უმტკივნეულო
დიოდური ლაზერი
დიოდური ეპილაცია ეფექტურია როგორც მუქი, ასევე ღია ფერის თმაზე.
პროცედურამდე საეპილაციო ზონა სასურველია გაიპარსოთ რამდენიმე საათით ადრე.წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაწვავს თმას, შესაბამისად სასურველი შედეგს ვერ მიიღებთ, რადგან სხივის ენერგია თმის მოწვაზე დაიხარჯება.
ნეოდიუმი ლაზერი
ძირითადად მუქ კანზე კეთდება, ასევე, გარუჯულ კანზე, სწრაფია და იმდენად გრძელი სხივი აქვს, რომ კანის ზედაპირს ვერ აღიქვამს და ამის გამო კანის ზედაპირის დაწვა არ ხდება. სეანსი შეიძლება ზაფხულშიც ჩატარდეს. აპარატები აერთიანებს ალექსანდრიტის და ნეოდიმის ლაზერს.
თმის მთლიანად მოსაშორებლად დაახლოებით 6 სეანსია საჭირო. პროცედურები სრულდება თვეში ერთხელ, ასე რომ, თმისგან გათავისუფლებას, დაახლოებით ნახევარ წელში შეძლებთ.
თუმცა გახსოვდეთ, რომ საბოლოოდ, ყველაფერი ინდივიდუალურია და შედეგისთვის, შესაძლოა, მეტი, ან ნაკლები პროცედურა დაგჭირდეთ.
რა თქმა უნდა, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა სამედიცინო პროცედურას, ლაზერულ ეპილაციასაც აქვს უკუჩვენებები :
გაითვალისწინეთ, ლაზერული ეპილაციის შემდეგ, უნდა მოერიდოთ გარუჯვას,ეს ეხება როგორც ბუნებრივ რუჯს, ასევე სოლარიუმსა და ავტორუჯს. ასევე, აუცილებელია მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება.(SPF 30).
< უკან