მთავარი - ჯანმრთელობა და სილამაზე - ვრცლად
ჯანსაღი კვება - იდეალური წონისთვის
2022-03-19
ჯანსაღი კვება - იდეალური წონისთვის

ფორმაში ჩადგომაზე ან მის შენარჩუნებაზე თითქმის ყველა ადამიანი ზრუნავს.. ყველამ იცის, რომ ჭარბი წონა მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემა არ არის.იდეალური წონა ხომ სილამაზესთან ერთად ჯანმრთელობის საწინდარიცაა, სიმსუქნე უამრავ რისკთან ასოცირდება. 
ყველაზე აქტუალური კი ეს საკითხი  გაზაფხულზეა.
გაზაფხულზე თბება და თბილი სამოსისგან გათავისუფლება გვიწევს – არავის უნდა მოშვებული ფორმების და დამრგვალებული გარშემოწერილობის გამოჩენა.
გაზაფხული თავად უწყობს ხელს წონის კლებას – გააქტიურებული ცხოვრების წესი, მეტი მოძრაობა, პოზიტიური ენერგია, მეტი D ვიტამინი,  დაჩქარებული ნივთიერებათა ცვლა, მეტი ცოცხალი ხილი და ბოსტნეული – როცა ამდენი რამ ხელს უწყობს შენს ორგანიზმს წონა დაიკლო, როგორ არ უნდა გამოიყენოს ეს?
სწორი დიეტა კი, უპირველეს ყოვლისა, სწორად შერჩეულ საკვებს ნიშნავს.
იდეალური დილა იწყება არა ყავით, არამედ სასმელი წყლით!
საშუალო წონის ადამიანმა დღეში უნდა დალიოს 2 ლიტრი სუფთა წყალი (ჩაი, ყავა და წვენები არ ითვლება). რაც მეტია წონა, მით მეტი წყალი უნდა მიიღოს ორგანიზმმა. ძილის შემდეგ ადგომისთანავე მიიღეთ ერთი ჭიქა წყალი. 
ყველამ იცის, რომ ზამთრის შემდეგ, გაზაფხულის დამდეგს როდესაც ჰიპოვიტამინოზი აქტიურდება,სასურველია ორგანიზმს ვიტამინები, შევაშველოთ.თქვენი საკვები უნდა შედგებოდეს მრავალფეროვანი კომპონენტებისაგან: ცილები, ნახშირწყლები, ცხიმები, მინერალური ელემენტები. 
ცილების შემცველი პროდუქტებია: ხორცი, თევზი, ფრინველი, კვერცხი, რძის პროდუქტი, ასევე არაცხოველური ცილები პარკოსნები ლობიო, ბარდა, სოიო და სხვ.
ნახშირწყლების შემცველი პროდუქტებია: მარცვლეული და ბურღულეული, დაბეგვილი ხორბლის პური, ბრინჯი, წიწიბურა, პარკოსნები, კარტოფილი შეიცავენ ასევე ცილას, B ჯგუფის ვიტამინებს, უჯრედისს. ხილი და ბოსტნეული შეიცავენ მარტივ და რთულ ნახშირწყლებს, უჯრედისს, ვიტამინ C-ს.

ხილი უნდა მიირთვათ დღის პირველ ნახევარში ცალკე კვებად, ძირითადი საკვების მიღებამდე ერთი საათით ადრე. საღამოს 6 საათის შემდეგ ხილი არ მიიღოთ,რადგან შეიცავს მარტივ ნახშირწყლებს და ძილის დროს გარდაიქმნება ცხიმად.
რაციონიდან ამოიღეთ, შემწვარი, შებოლილი, მარილიანი, ცხიმიანი საკვები. მაიონეზი, არაჟანი, კეტჩუპი, საკონდიტრო ნაწარმი, ცომეულობა და ტკბილეული, ნაყინი, გაზიანი სასმელები,  “ნატურალური” წვენები, ალკოჰოლი, ლუდი, ასევე კატეგორიულად გეკრძალებათ სწრაფი კვების პროდუქტი ფასტფუდი.

მიირთვით მეტი თევზი, მათ შორის ცხიმიანი თევზი,
თევზი ცილის კარგი წყაროა და შეიცავს ბევრ ვიტამინს და მინერალს.

მიზანშეწონილია მიირთვათ კვირაში მინიმუმ 2 პორცია თევზი, მათ შორის მინიმუმ 1 პორცია ცხიმიანი თევზი.

ცხიმიანი თევზი მდიდარია ომეგა -3 ცხიმებით, რაც ხელს უწყობს გულის დაავადებების თავიდან აცილებას.

ამასთან ერთად გაითვალისწინეთ, რომ ერთმანეთში არ შეურიოთ  სხვადასხვა სახეობის საკვები და მიიღოთ მცირე პორციებით. ერთ კვებაზე მიღებული საკვების რაოდენობა საერთო ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 300-350 გრამს

    მაშ ასე, სწორი კვება ეს ცხოვრების წესია – როცა მრავალფეროვან, ახლად დამზადბულ საკვებს ზომიერი რაოდენობით და სიამოვნებით მიირთმევთ 
 

< უკან