მთავარი - ჯანმრთელობა და სილამაზე - ვრცლად
ნიღბის ქვეშ უკვე გამოჩნდა პირველი გამონაყარი ?
2021-11-07
ნიღბის ქვეშ უკვე გამოჩნდა პირველი გამონაყარი ?

ამ ტიპის აკნეს 𝐀𝐜𝐧𝐞 𝐌𝐞𝐜𝐡𝐚𝐧𝐢𝐜𝐚 ეწოდება და მისი გამომწვევი მიზეზი თმის ფოლიკულებისა და ფორების დახშობაა. Acne Mechanica წარმოიქმნება ნოტიო, ბაქტერიებისათვის ხელსაყრელ გარემოში.

ნახეთ  საჭირო რჩევeბი, თუ როგორ მოვუაროთ სახის კანს,რითაც  თავიდან აიცილებთ  კანის  გაღიზიანებას და ანთების წარმოქმნას.

არ გამოიყენოთ სინთეტიკური ნაჭრის პირბადეები

ეცადეთ პირბადე იყოს ბუნებრივი ქსოვილის

 დაიბანეთ სახე გამწმენდი საშუალებით

გირჩევთ გამოიყენოთ ქაფი ან რძე ,დილით და საღამოს

შეიძინეთ კოსმეტიკა სალიცილის მჟავით: ის არ დააზიანებს თქვენს კანს, სკრაბისგან განსხვავებით.

კანის დატენიანება

დაბანის შემდეგ აუცილებლად წაისვით დამატენიანებელი. პროდუქტი ქმნის დამცავ ბარიერს, ეს შეამცირებს ანთების რისკს და ასევე ხელს შეუშლის აკნეს და კანის გაღიზიანების განვითარებას

 მოერიდეთ სქელი ტექსტურის კრემებს,

ძალიან ცხიმიან პროდუქტებს ან პროდუქტებს, რომლებიც ხელს უწყობენ ცხიმის წარმოქმნას.

 პრევენციული პროცედურების მოწყობა

კვირაში რამდენჯერმე შეგიძლიათ დაიტანოთ დამატენიანებელი ნიღაბი კრემის ან ქსოვილის ბაზით. ფორების უკეთ გასაწმენდად კი გამოიყენეთ თიხის გამწმენდი.

მიიღეთ ანტიოქსიდანტი ვიტამინებით მდიდარი საკვები, ხილი და ბოსტნეული

ვიტამინი. წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს. ეხმარება კანს აკნეს წინააღმდეგ ბრძოლაში. C ვიტამინით მდიდარია კენკროვანი ხილი, ბროკოლი, კივი, ციტრუსები, ტკბილი კარტოფილი.

 

ვიტამინი. იცავს კანის უჯრედებს დაზიანებისგან და აჩქარებს რეგენერაციის პროცესს. E ვიტამინით განსაკუთრებით მდიდარია ავოკადო, ისპანახი, სხვადასხვა თხილეული და თესლი.

 

ვიტამინი.  A ვიტამინის მიღების გარეშე შესაძლოა კანი გამოშრეს. A ვიტამინით მდიდარი საკვებია: ტკბილი კარტოფილი, სალათის ფურცელი, სტაფილო, ისპანახი, ტკბილი წიწაკა, ბროკოლი, გრეიფრუტი, გარგარის ჩირი, მანგო.

 

მიიღეთ ომეგა 3. თუ თქვენს საკვებ რაციონს ომეგა 3 ცხიმებით გაამდიდრებთ, ეს აუცილებლად იმოქმედებს კანის ჯანმრთელობაზე.  ომეგა 3-ით მდიდარი საკვებია: ზღვის პროდუქტები, ნიორი, ჩიას და სელის თესლი, ნიგოზი, სოიო.

  დალიეთ ბევრი სითხე

გახსოვდეთ, რომ ორგანიზმის მცირედი დეჰიდრატაციაც კი თქვენს სახის კანზე აისახება ამიტომ უნდა მიიღოთ ბევრი წყალი.

საუკეთესო შედეგის მისაღწევად, მიჰყევით რჩევებს: დაიცავით ნიღბის სწორად ტარების ძირითადი პრინციპები.არ შეეხოთ სახეს ბინძური ხელებით,  და რაც მთავარია, შეინარჩუნეთ სიმშვიდე!

 

 

< უკან