ჩვენ ვართ მომხმარებელზე ორიენტირებული, ეკო-მეგობრული კომპანია, ჩვენი მისიაა შემოვიტანოთ ფარმაცევტული და თავის მოვლის პროდუქტები მსოფლიოში ცნობილი კვლევითი ინსტიტუტებიდან და ქარხნებიდან. ჩვენთვის პროდუქციის ხარისხი მნიშვნელოვანია, ამიტომ, ვირჩევთ მათ გულდასმით . კომპანიის საწყობი და პროდუქციის განაწილება ხდება 𝐆𝐃𝐏 სტანდარტებით. აღსანიშნავია, რომ კომპანიის ექსკლუზიური პროდუქტები, "რეამბერინი" და "ციკლოფერონი", მნიშვნელოვნად არის ჩართული Covid-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ისტორია
კომპანიის ისტორია.
შპს „იბერი +“ და შპს „იბერიფარმა“ დაარსა ექიმმა და ბიზნესმენმა თეიმურაზ ჭეიშვილმა 1999 წელს. მისი მიზანი ყოველთვის იყო საქართველოს მოსახლეობის მაღალი ხარისხის პროდუქციით უზრუნველყოფა და ქართული საზოგადოების შთაგონება კეთილდღეობისა და ჯანმრთელობისათვის. კომპანიას აქვს 29 აფთიაქი ქვეყნის მასშტაბით და აგრძელებს გაფართოებას. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ დროთა განმავლობაში შეცვალა თავისი კურსი, ის ყოველთვის ერთგული რჩებოდა თავისი მომხმარებლების მიმართ. ჩვენი თანამშრომლები არიან ქართველი და უცხოელი მომხმარებლის სამსახურში, კვალიფიციური რჩევებითა და მეგობრული ურთიერთობით.